“ფული არავის შეუჭამია, საერთო საქმეს მოხმარდა, რომელმაც სამწუხაროდ არ გაამართლა”, – ასე უპასუხა გიგა კობალაძემ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ზაზა ბიბილაშვილს თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე.
ბიბილაშვილის ამ ბრალდებას ალეკო ელისაშვილიც “აიპრესთან” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიბილაშვილი ცრუობს.
“მის ბრალდებებს პასუხს ოთხშაბათს გავცემ” – ამბობს ელისაშვილი. მისი თქმით, ბიბილაშვილი ამბობს წარმოუდგენელ ტყუილს. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა.
გასაგებია “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თბილისში მთავარი ოპოციური ძალის დაკარგვის საფრთხე და კადრულობენ უკადრებელს”, – აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, ზაზა ბიბილშვილი ალეკო ელისაშვილს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ნინია კაკაბაძის “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის პასუხად წერს.
ბიბილაშვილის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი წვრილმანი თაღლითია. ყარაჩოღლის ტყავში გამოწყობილი კინტო. სხვისი ფული აქვს შეჭმული არაერთხელ, რასაც არაერთი მოწმე ყავს. და ეს კერძო სექტორში. ხელისუფლებაში რო იყოს, რას იზამს, ადვილი წარმოსადგენია.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე დამადსტურებელი დოკუმენტები, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს, რომ ფაქტის დადასტურება დოკუმენტებით შეუძლია:
“7000 დოლარი გამოიტანა პროკრედიტ ბანკიდან ჩემი და გიგა კობალაძის თავდებით, საერთო საქმისთვის. ფული შეჭამა. კრედიტი დავფარეთ ჩვენ.” – წერს ზაზა ბიბილაშვილი.