ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.

დაცვის მხარისთვის უცნობია, ვინ წარდგება დღევანდელ სხდომაზე. მათი მტკიცებით,  აქამდე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ვერ ადასტურებს მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობას. დეკანოზის დაკავებიდან ბრალდების მხარეს სასამართლოზე სულ ასზე მეტი მოწმე ჰყავს დაკითხული. ასევე საქმის მთავარი მოწმეები ირაკლი მამალაძე და ირმა ჭკადუა.

„რამდენიმე მოწმე არის ისეთ მოწმე, რომლებიც საქმესთან შემხებლობაშია და მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მათი პოზიცია დაცვის მხარეს უფრო უნდა გამოადგეს, ვინაიდან ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არავის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენია,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ სასამართლოზე შესვლისას.

იტვირთბა....