ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

გუშინ ფოთის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან.  შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს და მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, დილიდან ყველა სამსახური მობილიზებულია და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებს იხილავენ. მერის თქმით,  საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა მათ შეღავათები დაუწესონ და მოვაჭრეებისთვის კრედიტების გადავადება მოხდეს.

შეგახსენებთ, ფოთის ბაზრობის 2 000 კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი. განადგურებული მაღაზიების და დამწვარი საქონლის მეპატრონეებს ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენამდე, მოვაჭრეები საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად გაჩნდა. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შემთხვევის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

იტვირთბა....