ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, თავიანთი სტატუსი თავადვე უნდა განსაზღვრონ”

რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ ე.წ. სახელმწიფოებმა, რომლებიც  დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან,  თავიანთი სტატუსი თავადვე უნდა განსაზღვრონ.   რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს – ეს განცხადება, მან ქართველი დეპუტატების, “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტსა და დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

რუსი კანონმდებლის ინფორმაციით, შეხვედრისას ყველა თემა განიხილება, თუმცა კალაშნიკოვი ხაზგასმით აცხადებს, რომ სოხუმმა და ცხინვალმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და ეს მათი საკითხი განსახილველი აღარ არის.

„საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ერთი გზა არსებობს – ეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებია. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული, კულტურული და რელიგიური თანამშრომლობის საკითხებს წამოვჭრით, ვისაუბრებთ ასევე ვიზების პრობლემასა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე.

რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრების საკითხი, არა მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, განსაზღვრეს თავიანთი სტატუსი.

რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს,“ – აცხადებს რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი.

იტვირთბა....