ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ და ითხოვენ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადგინოს, რამდენად მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქალაქო სასამართლომ, როდესაც ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
საუბარია სარჩელზე, რომლითაც ადვოკატები მაღალი თანამდებობის პირებისგან დეკანოზის მიმართ გამოთქმული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვენ.
ადვოკატების ასეთივე სარჩელი, რომელიც ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ იყო მომზადებული, სასამართლომ ერთხელ მიიღო წარმოებაში.
ადვოკატებისთვის გაურკვეველია, რატომ არ მიიღო იგივე ტიპის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში. მათი განცხადებით, უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ხელმეორედ გადახდა დაასახელა, რაც ადვოკატების თქმით, გაურკვეველი გარემოებაა.