ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

უპრეცედენტო გადაწყვეტილება: გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში

გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დაბრუნდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 2017 წლის 10 ივლისს მიიღო.

„კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს.

შეგახსენებთ, 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულვებელყოფით, ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.

 

იტვირთბა....