ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ინტერფაქსის” ინფორმაციით, სოხუმში ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.

როგორც “ინტერფაქსს” წყარომ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა სოხუმში მოხდა, ბიბილოვი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მეგობრული ვიზიტი წარმატებით დასრულდა და ბიბილოვი საავადმყოფოში არ არის გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ავარიის დროს დაშავდა ბიბილოვის დაცვის ორი წევრი.

იტვირთბა....