„ვშიშობ, რომ წამყვან ქვეყნებს შორის საშიში ალიანსი არსებობს და მათ მსოფლიოზე არასწორი წარმოდგენა აქვთ,“- ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ჰამბურგში მიმდინარე G20-ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შეიძლება მიგრანტების წინააღმდეგ ალიანსი შექმნან. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს საშიშროება მიგრანტებს ეხება.
„თანამედროვე სამყაროში ჩვენ გვაქვს მთავარი და სამწუხაროდ მზარდი პრობლემა, ესაა ღარიბების, სუსტების და გარიყულების პრობლემა, რომლის ნაწილსაც მიგრანტები წარმოადგენენ. ამასთან, არსებობენ ქვეყნები, სადაც სიღარიბე არა მიგრანტთა ნაკადის გამო, არამედ სოციალური პრობლემების გამო წარმოიშვა. სხვა ქვეყნებში კი მიგრანტთა შედინების გამო შფოთავენ. აი ამიტომ მაწუხებს G20. მიგრანტები დარტყმის წინაშე არიან, რომლებსაც ევროპაში შეღწევა უნდათ,“- განაცხადა ფრანცისკემ.
G20-ის სამიტის ჰამბურგში 7 ივლისს გაიხსნა და დღეს დაიხურება. სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.