საპროტესტო აქცია – „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ მონაწილეები ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.
აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი უკვე ახალსოფელთან იკრიბებიან.
„არ შევეგუოთ ოკუპაციას. თითოეულ ჩვენგანს უნდა გვაწუხებდეს ეს პრობლემა და მინიმუმ პროტესტი უნდა გამოვთქვათ. გავააქტიუროთ ჩვენი საზოგადოება და რაც მთავარია სახელმწიფო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერტმა მონაწილე სტუდენტმა მარიამ ზურაბიშვილმა.
როგორც აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ანა ჯაფარიძემ განაცხადა, ახალგაზრდების ჯგუფი გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ღამე გააათენოს. მისივე თქმით, აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.