aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰამბურგში ვლადიმერ პუტინის, ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰამბურგში,  G20-ის სამიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. მედიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო საუზმის დროს მიმდინარეობს, უკრაინის საკითხის მოგვარებას და სხვა საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მუშაობენ.

ჰამბურგში, G20-ის სამიტის 7 ივლისს გაიხსნა. იმავე დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაგეგმილ რეგლამენტზე დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით 2 საათი და 15 წუთი. განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის, სირია უკრაინა, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის თქმით, ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე ჰკითხა 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ, პუტინი კი ყველაფერს უარყოფდა.

G20-ის სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....