ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში მოკლული გივი მაჩაიძე საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე საქართველოში გადმოასვენეს.  გარდაცვლილის ახლობლებმა ტერიტორია გადმოსვენების შემდეგ უკომენტაროდ დატოვეს. ისინი სარფში დილიდან იყვნენ შეკრებილი.

ცნობილია, რომ ცხედარს ექსპერტიზას ქუთაისში ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელის შოთა სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს.

თუქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის, გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები მისი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

ოჯახის ინფორმაციით, ბოლოს მაჩაიძე ჯინსების ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წავიდა. ისინი ყვებიან, რომ სავარაუდოდ გივი მაჩაიძე ფაბრიკაში სწორედ დარჩენილი ხელფასის, 900 ლირის მისაღებად მივიდა, რის შემდეგაც ის სცემეს და მოკლეს.

გივი მაჩაიძე, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დას ესაუბრა და სწორედ მას უთხრა, რომ ხელფასის მისაღებად ფაბრიკაში მისვლას აპირებდა. გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გივი მაჩაიძემ დას ღამის 03:00 საათზე დაურეკა და შველა ითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაჩაიძის მობილური ტელეფონი გამოირთო.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველია.

იტვირთბა....