აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამოცხადებული ოთხი დასვენების დღის განმავლობაში ჩიკაგოში 101 ადამიანი დაჭრეს. მათგან 15 გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოძიების ვარაუდით, სროლა ქალაქში მოქმედმა ბანდფორმირებების წევრებმა ატეხეს. მედიის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 13 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული კი 60 წლის კაცი.
სროლის შესახებ შეტყობინება ჩიკაგოს პოლიციამ ჯერ კიდევ შაბათს მიიღო, თუმცა საავადმყოფოებში ყველაზე მეტი დაჭრილი ორშაბათს საღამოს მიიყვანეს.
მომხდარის გამო, ქალაქის მთავრობამ ჩიკაგოს გარეუბნებში, სადაც ვითარება ყველაზე მეტად იყო დაძაბული, დამატებით 1000 სამართალდამცავი გააგზავნა. თუმცა, მათ სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს.
Chicago Tribune-ის ცნობით, ჩიკაგოში მხოლოდ 2017 წელს ცეცხლსასროლი იარაღით 1800 ადამიანი მოკლეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ჩიკაგოში პოლიციის დასახმარებლად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები გააგზავნოს.
პოლიციის ცნობით, წლევანდელი მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც 4 ივლისს ჩიკაგოში 66 ადამიანი ჩაცხრილეს.