გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელსაც მგზავრები გადაყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ imedinews.ge ავერცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის 2 მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.