ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 ივნიის თურქეთში გარდაცვლილი გივი მაჩაიძის მკვლელობაში ქართველია ეჭვმიტანილი. სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია და სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობაც ცნობილია. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ. საქმეს თურქეთის პოლიცია იძიებს.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელის შოთა სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული.

თუქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის, გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები მისი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.

ოჯახის ინფორმაციით, ბოლოს მაჩაიძე ჯინსების ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წავიდა. ისინი ყვებიან, რომ სავარაუდოდ გივი მაჩაიძე ფაბრიკაში სწორედ დარჩენილი ხელფასის, 900 ლირის მისაღებად მივიდა, რის შემდეგაც ის სცემეს და მოკლეს.

გივი მაჩაიძე, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დას ესაუბრა და სწორედ მას უთხრა, რომ ხელფასის მისაღებად ფაბრიკაში მისვლას აპირებდა. გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გივი მაჩაიძემ დას ღამის 03:00 საათზე დაურეკა და შველა ითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაჩაიძის მობილური ტელეფონი გამოირთო.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

გივი მაჩაიძის ფულის გამო მკვლელობას არ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემიგრანტის იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძეც.

„როდესაც ფულს ეხება საქმე არაფერს არ გამოვრიცხავ. შეიძლება ყოფილიყო ურთიერთშელაპარაკება, შეიძლება ყოფილიყო ძარცვა. იმიტომ, რომ დღეს ფულის გამო საშინელებები ხდება. როგორც ოჯახის წევრებმა, მისმა ძმამ მომწერა, ის ითხოვდა დახმარებას, საქართველოს საკონსულომ ჩამოსვენების ხარჯები აანაზღაურა,“-განაცხადა შოთა სიხარულიძემ.

იტვირთბა....