ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადიგენში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა არხში დაიხრჩვნენ

ადიგენის რაიონში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა, წინასწარი ინფორმაციით, არხში დაიხრჩვნენ. შემთხვევის აგილზე სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად მივიდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

“იყო შეტყობინება, რომ არხში ჩავარდნენ მამიდა და ძმის შვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადიგენისა და ახალციხის სამაშველო ჯგუფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა ორივე მათგანი უკვე დაღუპული იყო”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

 

იტვირთბა....