საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. უწყებამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა:
“29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ.სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და ქ.სტამბოლის მერიის მხარდაჭერით მოხდება დღეს”, – წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელ შოთა სიხარულიძემ გაავრცელა. მისი თქმით, მას გარდაცვლილის და დაუკავშირდა.