უბედური შემთხვევა მოხდა ჩუბინაშვილის ქუჩაზე. ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბანაობის დროს გარდაიცვალა. თავდაპირველი მონაცემებით, CO-მ სახლში წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ზედა სართულიდან დიდი რაოდენობით წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მათ კარი შეამტვრიეს და გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს.
“მამაკაცი აბაზანაში იყო, მისი მეუღლე კი – საძინებელში” – ამბობს მეზობელი. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.