აშშ-ში, დისნეი-ლენდის სიახლოვეს, საჰაერო ბურთი, რომელზეც 16 ადამიანი იმყოფებოდა ნიანგებით სავსე ტბორში ჩავარდა. ამის შესახებ ფოქს-ნიუსი იტყობინება.
საბედნიეროდ, ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. ადგილობრივ კლინიკაში მხოლოდ ერთი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, მას ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.