ელიავას ბაზრობის დაზარალებულებს თბილისის მერია ჰპირდება, რომ ბანკებთან და შემოსავლების სამსახურთან უშუამდგომლებს. ასეთი განცხადება გააკეთა შეხვედრიდან გამოსულმა ბაზრობის ერთ-ერთი სექტორის დირექტორმა გოჩა ხეცურიანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-მერები და დიდუბის რაიონის გამგებელი.
“კომპენსაციაზე, ან რაიმე დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა. გვითხრეს, გვიშუამდგომლებენ შემოსავლების სამსახურთან, რომ განადგურებული საქონელის რაიმე სახით ჩამოწერა მოხდეს. კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და ვერც დაგვპირდებოდნენ, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის”, – განაცხადა ხეცურიანმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცეცხლი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, რის შედეგადაც რამდემინე მაღაზია დაიწვა.