ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია მოწმეთა ვინაობა, თუმცა არსებული ინფორმაციით, პროცესზე სახელმწიფო ბრალდება 20-ზე მეტ  მოწმეს დაკითხავს.

ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითნენ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, ადვოკატი ირმა ჭკადუა და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....