ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

დღეს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. საზღვრის გადმოწევის შედეგად, ათი ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის ერთ-ერთი მკვიდრის ბაღში დაამონტაჟეს.

ადგილობრივების თქმით, რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს საკუთარ ბაღებში შესვლის უფლებას არ აძლევენ და აფრთხილებენ, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში მათ დააკავებენ.

იტვირთბა....