“ელიავას ბაზრობა მიუღებელია იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობს… ეს არის 90-იანი წლები და ბუნებრივია, ასე არ დარჩება”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორია ახლებურად უნდა განვითარდეს ისე, როგორც ეს ქალაქს სჭირდება.
“შეიძლება მოხდეს შეთავსება იმისა, რომ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს არის საკმაოდ მძიმე სანახავი, შევქმნათ თანამედროვე სტილის სავაჭრო ცენტი, რომელსაც ასევე ექნება ძალიან კარგი საჯარო სივრცე. ეს არის ჯერ განხილვის საგანი. იმ სახით, რა სახითაც დღეს არის ელიავას ბაზრობა, ნორმალურ ქალაქში შეიძლება დარჩეს?!”, – განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა და რამდენიმე კვადრატული მეტრის ფართობზე დახლები და მაღაზიები დაიწვა.