ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

სოფო ჯაფარიძემ  პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს და მიზეზად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსს ასახელებს, რომელშიც თვითონ მონაწილეობს.

“მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით.

იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის”, – წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....