ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

რამდენიმე საათის წინ, ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ამ დროისათვის ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ამოცნობა ვერ შეძლეს და ამ ეტაპზე მისი ვინაობა უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისათვის მიმდინარეობს დაღუპულის ვინაობის დადგენა.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ  თბილისის ზღვაში მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ცხედარი ზღვიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

იტვირთბა....