ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი გაზეთ “ახალ თაობაში” კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,უკვე არსებობს ეჭვები, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ მოვაჭრე ადამიანებთან ტერიტორიის დატოვების შეთავაზება იყო.
ელისაშვილის განცხადებით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები.
“ეს ეჭვი კიდევ უფრო მძაფრია იმის გამო, რომ პროკურატურამ არ გამოიძია წინა ხანძარი. ბავშვთა სამყაროს ხანძარზე დაიდო რამე დასკვანა? რომ დაედოთ კიდევ დავიჯერებდით, იმ ხალხს აბუჩად იგდებდნენ. ოცნების თბილისი და დოლარებიანი თბილის ელანდებათ. თუ ვინმემ გააჩინა ეს ხანძარი უნდა დასაჯონ. ხალხი ლუკმაპურის გარეშე დარჩა. ვინმემ იცის ვინ იყო დამნაშავე ბავშვთა სამყაროს ხანძრის დროს? ამიტომ ჩნდება ეჭვი. რომელი ბაზრობაა კიდევ რიგში არავინ იცის. ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ. რამდენი ადამიანი იდგება საკრებულოს შემოსასვლელთან კომპენსაციისთვის არავინ იცის. ხალხი ამბობს, რომ სახანძრო მოვიდა და წყალი არ ჰქონდათ. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან დაგვიანებით დაიწყო ჩაქრობა, – განაცხადა ელისაშვილმა.