ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ელიავას ბაზრობაზე, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.
ირმა ზავრადაშვილი დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
“რაც ზედაპირული დათვალიერების შედეგად ვნახე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზია. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ზავრადაშვილმა. მან დაამატა, რომ ძირითადად დამწვარია საბურავები.
შეგახსენებთ, გუშინ ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. ხანძარი ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. დაზარალდა უამრავი ადამიანი. ამ მომენტში არსებული ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის საკმაოდ დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.
იტვირთბა....