ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელიავას ბაზრობის მაღაზიების რამდენიმე მფლობელი შეუძლოდ გახდა: ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად, მაღაზიების რამდენიმე მფლობელი შეუძლოდ გახდა.

მათ არტერიული წნევის მატება აღენიშნებათ. მედიკოსების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება და მათი სტაციონარში გადაყვანა არ არის აუცილებელი.

მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ მაღაზიებში, სადაც ცეცხლი გაჩნდა სხვადასხვა აალებადი მასალა, მათ შორის საღებავები, საბურავები და ა.შ. ინახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

„150 მაშველი-მეხანძრის მყისიერი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია“,- წერს სოციალურ ქსელში უწყების პრესსამსახურის უფროსი.

ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცი „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი.

ელიავას ბაზრობაზე, წინასწარი ინფორმაციით , ცეცხლი ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა და გვერდზე მდგომ ჯიხურებსაც გადაედო. ჯერ- ჯერობით უცნობია რომელ განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი.

იტვირთბა....