ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ნაწილობრივ მოხდა.
ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი შენობას უკიდია, სადაც ავტონაწილები და საბურავები იყიდება.
ადგილზე შეკრებილი არიან მაღაზიის მეპატრონეები. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად არის გაჩენილი.
ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ასევე გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმყოფებიან.
ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომლიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა მოდებული. ადგილზე მობილიზებულია 17-მდე სახანძრო და სამაშველო მანქანა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი.