ელიავას ბაზრობაზე ,ხოშარაულის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 8 სახანძრო მანქანა აქრობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, საწყობებში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
ძლიერდება კვამლი და ხდება მცირე აფეთქებები. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საღებავებისა და ქიმიური ნივთიერებების საწყობს გაუჩნდა და სხვა საწყობებზე გავრცელდა.