ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. კონგრესმენების თანაშემწეებს ქვეყანაში არსებული მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია დღეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა მიაწოდეს.

პარლამენტის ძველ შენობაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობას, კონსტიტუციური ცვლილებების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხებს, მათ შორის “რუსთავი 2”-ის საქმეს.

დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, გამგზავრებამდე კონგრესის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.

„ამერიკა არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მათი ჩართულობა არის აუცილებელი საქართველოს როგორც პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. საკითხები შეეხო დემოკრატიული განვითარების საკითხებს, მათ შორის ეს არის მედია თემები, “რუსთავი 2-ის” საკითხი, სასამართლო სისტემის რეფორმირება და ის სირთულეები, რაც დღეს არის ქვეყანაში,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

თბილისის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან,“ ელენე ხოშტარიამ, ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის გამოწვევებზე, ასევე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოს შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე.

იტვირთბა....