ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კალაძე ჩემი მეგონარია, მიხარია, რომ მერობის კანდიდატად დასახელდა”

ის ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ დასახელდა მერობის კანდიდატად-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს წარდგენის ცერემონიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თბილისის მერის პოსტი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიციაა. ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა კახი კალაძის სახით, რომელიც გააგრძელებს იმ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო ჩვენს ქალაქში და ის დაძლევს იმ უამრავ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქალაქი მუდამ დგას ხოლმე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წარმატებული მერი და მას ექნება ყველას მხარდაჭერა და მათ შორის, მე ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდი მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ. ის არის ჩემი მეგობარი და მიხარია, რომ ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი დასახელდა მერობის კანდიდატად“, – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....