სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1994 წელს დაბადებული ს.ვ., პოლიციამ ფონიჭალაში აიყვანა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 11,5954 გრამი ჰეროინი, 0,0354 გრამი მორფინი და 0,0115 გრამი კოდეინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.