ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები უკვე ძალაშია: რა შემთხვევაში შეუჩერდება მძღოლს მართვის უფლება

ცვლილებები საქართველოს კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ უკვე ძალაშია. დღეიდან მართვის 100-ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდა.

ასევე გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები. საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას.

მძღოლს, გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის შესაბამისად, დააკლდება ქულა. ქულების 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. მართვის უფლების ვადამდე აღდგენისთვის მძღოლს გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, პოლიციას მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლება ეძლევა, თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო და ვიდეოტექნიკა, ასევე სიჩქარის საზომი ხელსაწყოები.

იტვირთბა....