ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეკინზე წყლის მაგისტრალური მილსადენი გასკდა: დატბორილია მაღაზიები

პეკინზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას წყლის მაგისტრალური მილსადენი გასკდა, რის შედეგადაც პეკინის ქუჩაზე სამი მაღაზია დაიტბორა.  თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი:

„გამომდინარე იმ სამუშაოებიდან, რაც მიმდინარეობს პეკინზე, როგორც იცით სრული რეაბილიტაცია ხდება, აქედან გამომდინარე მოხდა დაზიანება, 400-იანი მილი გაიბზარა და გასკდა და გამოვიდა წყალი. სამწუხაროდ, სამი მაღაზია დააზიანა. მაქსიმუმ, არა უმეტეს 12 საათში, მოხდება სრული აღდგენა. სამწუხაროდ, მაღაზიები არის დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რაც მოხდა დაზიანება, აბსოლუტურად სრულად იქნება აღდგენილი,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

პეკინის მაცხოვრებლებს დაზიანების გამო   შეზღუდული აქვთ წყალმომარაგება.  ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, წყალმომარაგება მოსახლეობას მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში აღუდგება:

“წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორვა აღმოფხვრილია”-აცხადებენ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”-ში.

უწყების ცნობით, პეკინის, მიცკევიჩის და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.

ამ ეტაპზე წყალი გადაკეტილია და დაზიანებული მილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

pekinipekini2

იტვირთბა....