ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბახმარო ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა“

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები ბახმაროს ქალაქთმშენებლობით გეგმას განიხილავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყების წინ დოკუმენტის შესახებ განმარტება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე, რაც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. გეგმა განსაზღვრავს ბახმაროს კანონზომიერ განვითარებას ყველა იმ კომპონენტით, რაც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად,” – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....