ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო  არასამთავრობო ორგანზაციებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვინაიდან  არსებობს საფუძველი კომპრომისისთვის. ბუკიკიო ფიქრობს, რომ მესამე სექტორს  მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს საკითხის გადაჭრაში.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი მიუკერძოებლები არიან და ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკითხის გადაჭრაში. როგორც იცით, მე უამრავი შეხვედრა ჩავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ოდნავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ჩემი აზრით, არსებობს საუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, მხარეებმა უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. კარგი და კონსტრუქტიული დიალოგი ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის ხელს შეუწყობს პროცესს.” განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

იტვირთბა....