ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა

საქართველოს ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა. ამერიკელი მაღალჩინოსანი ქვეყნის პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდება. პენსი მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც “ღირსეული პარტნიორის” წვრთნებში მონაწილეობენ.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს პრემიერ-მინისტრი facebook-ით გამოეხმაურა.

“შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა! ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით”-წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა.

იტვირთბა....