ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მზად არის გუნდთან ერთად ვენეციის კომისიასთან მუშაობა გააგრძელოს. პრემიერის განცხადებით, ის ასევე  მზად არის, რომ ოპოზიციასთან დილოგი ხელახლა დაიწყოს.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურტად მიუღებელია. ჩვენ შევხვდით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, სადაც განვიხილეთ ეს პროცესი.

მე გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ, რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....