ახალი ამბები

დეპუტატი პარლამენტის სხდომის დროს კურიოზებს უყურებს

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი ერთ-ერთი  დეპუტატის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ პარლამენტის სხდომის დროს კურიოზების ყურებით არის დაკავებული. თუმცა დასძენს, რომ ჯერჯერობით მისი ვინაობა ვერ დაადგინა, რადგანაც  ზურგიდან მისი ამოცნობა ვერ შეძლო. როგორც ფოტოზე ჩანს, კანონმდებელი, ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის და პოლიტიკოს გოგი წულაიას იმ ჩანაწერს უყურებს, სადაც პოლიტიკოსის გამონათქვამების გამო, ჟურნალისტმა სიცილი ვერ შეიკავა.

“სხდომაზე რომ ზიხარ, ქვეყნის საჭირბოროტო კანონპროექტებს განიხილავ, თუ არ ჩაუჯექი ინტერნეტს და არ გვისმინე მე და გოგი წულაიას რაა პარლამენტარობა?! არ ვიცი, ვინ არის, ბოლო მოწვევის დეპუტატებს სახეზე ძლივს ვცნობ და კეფით ამოცნობა, მართლა გამიჭირდა…. თუ ვინმემ ,,შეიცანით” – მომიმესიჯეთ ტელეფონი _ ,,ლაივში” გავებაასებოდი, ოღონდ ხუმრობის გარეშე (ისე, დღის წესრიგს გადავხედე და კიდე მე შემრცხვა), _ წერს ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი.

იტვირთბა....