საქართველოს პრეზიდენტის შვილისა და სიძის კიდევ ერთი მეგობრის – თორნიკე კაჭარვას საქმის არსებითი განხილვა კი საქალაქო სასამართლოში 11 ივლისს გაგრძელდება. გადაწყვეტილება მოსამარლემ გუშინდელ პროცესზე მიიღო. მას დიდი ოდენობის ნარკოტირკული საშველების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.
თუმცა, დაცვის მხარე და ახლობლები ამტკიცებენ, რომ კაჭარავას ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მომხდარს კი, გასულ წელს თათარაშვილის, გოგოჭურისა და კაჭარავას მიერ პოლიციელების წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო შურისძიებას უკავშირებენ.
„ზუსტად იმ ადამიანებმა ჩაუდეს ნარკოტიკი, ვიზეც ჩვენება მივეცით. ეს იყო დათო კიკნაძე, რომლის სახელი და გვარი კარგად მახსოვს და მან როდესაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო თორნიკე კაჭარავას, ხელიც დაარტყა,“ – აცხადებს მინდია გოგოჭური.