აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებზეა საუბარი, საქართველოს შს მინისტრის მოადგილე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება ეს თავად კვლევაშიც ნათლად არის წარმოჩენილი. ხუციშვილის განცხადებით, პოლიციის და შრომის ინსპექციის თანამშრომლობა განსაკუთრებით არის ამ ანგარიშში აღნიშნული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უწყება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
“ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება ე.წ. პირველ კალათაში, ანუ იმსახურებს ყველაზე მაღალი დონის შეფასებას, როგორც მდგრადი ძალისხმევის და ეფექტური ძალისმხმევის განმახორციელებელი ქვეყანა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. პოლიციის და შრომის ინსპექციის თანამშრომლობა განსაკუთრებით არის ამ ანგარიშში აღნიშნული. განსაკუთღებულად არის აღნიშნული ასევე როგორც კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებს სამთავრობო უწყებები ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით” განაცხადა შალვა ხუციშვილმა.