მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებით, ქალაქ მარნეულში ახლად რესტავრირებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე ვანდალური და ბარბაროსული აქტი განხორციელდა. ეპარქიაში ამ ფაქტს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„მოვუწოდებთ, ეპარქიის მრავალეთნიკურ საზოგადოებას ურთიერთკულტურათა და რელიგიათა პატივისცემისაკენ, რათა მავანმა არ შეძლოს მყარ საფუძველზე აღმოცენებულ ჩვენს მრავალსაუკუნოვან საერო ურთიერთობებში შეიტანოს დესტრუქცია რაიმე სახით“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ეპარქიის წარმომადგენლები, სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.