ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იაკობიც უნდა დაისაჯოს და მიქაელ ბოტკოველიც, ისინი იყვნენ ამ სიცრუის გამავრცელებლები “: დეკანოზ მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სამღვდელო ხარისხის შეჩერებას მისი ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ თუ მამაოსთვის სტატუსის შეჩერება უნდოდათ, აქამდე რატომ არ გააკეთეს. მისი აზრით, თუ მეუფე იაკობმა ტყული იკადრა, მაშინ მისი დასჯაც უნდა მოხდეს. ის ასევე, მიქაელ ბოტკოველის დასჯასაც ითხოვს, რადგანაც მეუფე იაკობის თნამზრახველია.

„თუ შესაჩერებელი იყო როგორც მეუფე დიმიტრი ამბობს ბრალიდან გამომდინარე რატომ არ შეუჩერა თებერვალში, რადგან მას ეს ბრალი წაუყენეს თებერვალში. საეკლესიო კანონმდებლობით მოვითხოვთ, რომ თუკი მართლაც როგორც მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ მოიტყუა იაკობმა, მაშინ იაკობიც უნდა დაისაჯოს და მიქაელ ბოტკოველიც უნდა დაისაჯოს, რადგან ისინი იყვნენ ამ სიცრუის გამავრცელებლები და ისინი მოქმედებდნენ პატრიარქთან შეუთანხმებლად,“-განაცხადა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება.

პატრიარქის მდივანმა  მიქაელ ბოტკოველმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქორეპისკოპოსმა იაკობმა ეპიტემია დაადო და მას ამის გამო არ აზიარებენ.

კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული ეპიტემიის მოხსნის საკითხი, პატრიარქის მდივანმა ჯერ თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო შემდეგ განაცხადა: “ეს დამოკიდბეულია იმაზე, რა შედეგი დადგება სასამართლო პროცესების შემდეგ”.

 

იტვირთბა....