ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს. ამის შესახებ სპორტსმენის დედა მაყვალა ხურციძე აცხადებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მას შვილი ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ.
„მან მითხრა, რომ ერთ კვირაში სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მას სავარაუდოდ, უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ“, – განაცხადა მაყვალა ხურციძემ. მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მისი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება და იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.
ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.