ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პრეზიდენტმა საქმეზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა და სრული მხარდაჭერა გამომიცხადა”

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდა გამოსული ლეილა მუსტაფაევა ამბობს, მასთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია აფგან მუხთარლის საქმით.

შესაბამისად თვალს ადევნებს საგამოძიებო მოქმედებებს. მუსტაფაევა ამბობს, რომ პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუხცადა და ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ამ საქმეზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა. ვფიქრობ, ეს იყო სწორი პოზიცია. მან დაადასტურა ეს პოზიცია“, – განაცხადა მუსტაფაევამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე წელია დევნილია საქართველოში კრიტიკულად იყო განწყობილი ალიევის ხელისუფლების მიმართ. 29 მაისს ის თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....