ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამალაძე: ნოდარ მელაძის და თამარ ბაღაშვილის დაკითხვამდე საქართველოში არ დავბრუნდები

ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″- ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის და ამავე არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის დაკითხვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძისა და” რუსთავი 2″- ის დამფუძვნებლების, ძმები ყარამანიშვილიების კავშირების შესახებაც საუბრობს და ამბობს რომ მასზე ნეგატიური სიუჟეტი სწორედ “რუსთავი 2”-ის მფლობელებმა დაუკვეთეს.

“არხის ჟურნალისტებთან ერთად უნდა დაიკითხოს ირაკლი ფირცხალავაც და გავიგოთ ერთი, რატომ მომზადა ჩემზე ამაზრზენი სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩემზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენა იყო. ვიდრე პროკურატურა ამ პირებს არ დაკითხავს ქვეყანაში დაბრუნებას არ ვაპირებ”- აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ირაკლი მამალაძის შესახებ სიუჟეტი “რუსთავი2”-ზე შაბათას გავიდა.  მამალაძემ ქვეყანა მეორე დღეს, კვირას დატოვა. მამალაძე ამბობს რომ ის უკრაინაში ნათესავებთან ცხოვრობს. მის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც დაადასტურა.

25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დეკანოზის საქმის მთავარ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.

იტვირთბა....