აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა. ის სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. მეგრელიშვილი უწყებაში საინვესტიციო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
კონსტანტინე მეგრელიშვილი საკონსულტაციო კომპანია „ბრეინსტორმის“ დამფუძნებელია. ის ასევე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
2012-2013 წლებში ის იყო ნავთობის სატრანსპორტო კომპანია [ყაზტრანსოილის ჯგუფი] „პეტროტრანსის“ კომერციული დირექტორი.
მუშაობდა ასევე კორპორაციული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმის ნავთობის ტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში [ყაზტრანსოილის ჯგუფი].