ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოპერატორი ცივი იარაღით დაჭრეს და თანხა გაიტაცეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.