ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 27 ივნისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის III მიკრორაიონში, I კვარტალის №4, №5, №6, №7 და №8-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
როგორც  შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

იტვირთბა....