ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს დაკითხავენ

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კვლავ განახლდა. სხდომაზე  აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ   დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების ის თანამშრომლები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც, პროკურორის თქმით, საგამოძიებო უწყებამ დეკანოზის ჩანთიდან ციანიდი ამოიღო.

„სასამართლოზე  დღეს  აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ჩანთიდან ციანიდი. ამის შემდეგ,  ციანიდის ჩადებაზე საუბარი უკვე ზედმეტი იქნება.  დარწმუნდებით, რომ ეს ადვოკატების დეზინფორმაციაა”,- აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

დეკანოზის ადვოკატების  განცხადებით, მათ წინასწარ არ აქვთ ინფორმაცია დღეს სასამართლო სხდომაზე ვინ დაიკითხება.  ეს კი მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.

„ბრალდების მხარე თავად განსაზღვრას მტკიცებულებების მოცულობას. ისინი თავს იკავებენ წინასწარ გვაცნობონ ვინ არის მოწმე. ჩვენ უნდა მოგვცენ შესაძლებლობა მოვემზადოთ, რომ დაცული იყოს თანასწორობა. გულწრფელად გეტყვით, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარი მოწმე მაინც დაკითხულია და მან ღირებული ვერაფერი გვითხრა”,-განაცხადა პროცესის დაწყებამდე დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხვრიშვილმა.

იტვირთბა....